ექიმი ჰოსეინ სადაზეჰის თქმით, მას Moderna-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მძიმე ალერგიული შეტევა განუვითარდა. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს.
ალერგიული რეაქცია Moderna-ს პრეპარატზე არის პირველი შემთხვევა, რომელიც ამერიკული წარმოების ვაქცინამ გამოიწვია. ამ დრომდე ფედერალური საგამოძიებო სააგენტოები, ანაფელაქსიური შოკის ექვს შემთხვევას იძიებენ, აქედან ხუთი Pfizer-BioNTech –ის პრეპარატს უკავშირდება.
სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა განიხილეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც ეხებოდა Pfizer–ის ზოგიერთ შემთხვევას, მაგრამ არ დაუდგენიათ, ვაქცინის ნივთიერებამ გამოიწვია თუ არა ალერგიული რეაქციები. ბრიტანეთში რამდენიმე ჯანდაცვის მუშაკმა ანაფილაქსია განიცადა ამ თვის დასაწყისში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ. Moderna-სთან დაკავშირებულ ალერგიულ შეტევაზე ასევე დაიწყო გამოძიება.
ექიმი ჰოსეინ სადაზეჰის თქმით, ის ამჩნევდა, რომ ალერგია უვითარდებოდა პრეპარატზე და მას ნებართვა მისცეს გამოეყენებინა საკუთარი „Epipen“-ი (ალერგიის საწინააღმდეგო ინექცია გადაუდებელ სიტუაციისთვის).
ექიმი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გასინჯეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და მალევე გაწერეს, ის თავს კარგად გრძნობს.