მარშალ გელოვანის გამზირზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა. თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა. საავტომობილო მოძრაობაც შეფერხებული იყო წყლის დიდი ნაკადის გამო. წყალი კი შემდეგ უბნებს არ მიეწოდება.

  • მთწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

 

  • ვაკე- საბურთალოს რაიონში - კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

 

  •  დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

კომპანია GWP აცხადებს, რომ წყალმომარაგება 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე აღდგება.