საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 945-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის - 1.04% ხოლო 7 დღის - 0.94%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 312 საიდანაც, 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 016 ადამიანი სახლში მკურნალობს.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.