პოლიციამ გამოიძია აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე ბანაკის აფეთქების ფაქტი, რომლის შედეგად, შობა დღეს ნეშვილში სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ადამიანის ნეშტის დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის 63 წლის ენტონი ქუინ უორნერს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ნეშვილის მკვიდრი იყო და ერთ-ერთი კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში მუშაობდა.
ცნობისთვის, ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში, 25 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე ფურგონის ტიპის ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა. მაშინ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აფეთქება წინასწარგანზრახული იყო.