29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.