ნენსი პელოსი: კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

„მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი. კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე.

გარდა ამისა, პელოსის თქმით, საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის წინააღმდეგობა რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის მიმართ. 

„ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თანამონაწილეები არიან“, - წერს ნენსი პელოსი Twitter-ზე.


ამავე თემაზე