დღეიდან იაპონიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ

დღეიდან იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ქვეყანაში დაფიქსირდა Covid-19 ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევა.

გავრცელებული იმფრომაციით, აკრძალვა იაპონიის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს არ ეხებათ, თუმცა მათთვის 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა იქნება აუცილებელი.

შეზღუდვა ძალაში მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დარჩება.

იაპონიაში Covid-19-ის ახალი შტამი ბრიტანეთიდან ჩასულ ორ მოქალქეს დაუდასტურდა.