პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.
1-ელი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ხოლო ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი.
რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი.
პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.