PACE: პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ძირითადი დაბრკოლებაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ „უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს“, მაგრამ ხაზს უსვამს მთელი რიგ ხარვეზებს და გამოხატავს შეშფოთებას. დღეს დაამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანის (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) მოხსენებას ეფუძნება, ასამბლეამ განაცხადა, რომ საქართველოში „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ეს იყო საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის „ძირითადი დაბრკოლება“, -  ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ.

ასამბლეის შეფასებით, მისი რეკომენდაციები იძლევა „ნათელ პერსპექტივას“ საქართველოს პროგრესისთვის, მაგრამ მხოლოდ ყველა პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, „სრული ვალდებულებისა და პოლიტიკური ნების“ გათვალისწინებით.

თანამომხსენებლები საქართველოში 2021 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ.