ჩინეთში თავმდამსხმელმა ცივი იარაღით 7 ადამიანი მოკლა

თავმდამსხმელმა ცივი იარაღის გამოყენებით, მინიმუმ შვიდი ადამიანი მოკლა ჩინეთის ჩრდილო - აღმოსავლეთით. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

ასევე, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა ლიაონინგის პროვინციაში, ქალაქ კაიუანში.

როგორც კაიუანის მუნიციპალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს განცხადებაშია ნათვქამი, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

თავდასხმის მოტივი და საქმის დეტალები უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფრომაციით, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია.

საქმეს პოლიცია იძიებს.