ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 766 კოვიდინფიცირებული.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.