ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, „არავის სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე“.
„მე ვესაუბრე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერს. არცერთ მათგანს არ უსაუბრია საქართველოს ომში ჩართვაზე. ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის ან ომის პარტიის წოდება არის ზუსტად ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. ახლა საქართველოს ერთად დგომა სჭირდება, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად. ქართველებს შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთს ეხმარება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები გაამართლებენ დევიზს – "ძალა ერთობაშია", - აღნიშნა დეგნანმა.