376 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 13 386 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 624 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
1 019 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376.