7 287 ტესტის შედეგად, კოვიდინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი, გარდაიცვალა 3 კოვიდინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის - 0.99% ხოლო 7 დღის - 0.85%.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 655 170-ს შეადგენს.
  • ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 198-მდე.
  • პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 16 810 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.


ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 2, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

აქტიური შემთხვევა: 1 136, საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 კოვიდპაციენტი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 849 სახლში მკურნალობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.