ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.
რაც შეეხება საბუთის დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი.
პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.