უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვეგბვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნენსი პელოსი უკრაინულ-ამერიკული სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვდა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა.
ამავე თემაზე
- ნენსი პელოსი უკრაინაშია
- ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია