როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ

BBC წერს, როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების თანახმად, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს სამხრეთ უკრაინის ქალაქზე, რუსულ რუბლს ხერსონში კვირიდან გამოიყენებენ. თუმცა ხერსონის უკრაინელმა მერს, იჰორ კოლიხაევს არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია მაშინ, როცა რეგიონში ერთადერთი მოქმედი საბანკო სისტემა უკრაინულია და არა რუსული.

მიუხედავად იმისა, რომ 60 დღის განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, ბევრი მცხოვრები ცდილობს, მოძებნოს რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცირე გზები - მაგალითად, რუსების მიერ შეთავაზებული რუბლის გაცვლა უკრაინულ გრივნაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთს დღეიდან უკრაინის ქალაქ ხერსონში თავისი ვალუტა შემოაქვს. რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე, ამბობს დიდი ბრიტანეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონი დაიკავეს, ქალაქში პრო-რუსული ადმინისტრაცია დასვეს.

რუსეთის ამ სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 29 აპრილს ისაუბრა.


ამავე თემაზე