რუსეთმა გაზარდა საზღვაო აქტივობა შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„შეიარაღებული ძალების მიერ, სადესანტო ჩქაროსნული კატერებით, „რაპტორებით“ კუნძულ ზმეინიზე მორიგი დარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე ევაკუაციას და თავისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის განახლებას ცდილობდა“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობა - „სამხრეთის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.
უკრაინულმა მხარემ პირველ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე, რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი.
ამავე თემაზე
- როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა
- რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი