ჩინეთში უხანიდან ვირუსის გავრცელების გაშუქების გამო, ჟურნალისტი დააკავეს

დამოუკიდებელი ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან ვირუსის გავრცელების საკითხს აშუქებდა, ჩინეთის, შანხაის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ყოფილი ადვოკატი, ჩანგ ცსანი უხანში თებერვალში ჩავიდა, პანდემიისა და მისი შემაკავებელი ზომების გასაშუქებლად. ამ პერიოდში ჩინეთის კომუნისტური მთავრობა, უკვე აქტიურად აკავებდა მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისთვის.

ჟურნალისტი რამდენიმე თვეში უხანიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით ის შანხაიში იპოვეს, სადაც მას 27 დეკემბერს, პოლიციამ ბრალი - „ ჩხუბის დაწყებისა და პროვოკაციული საქმიანობის“ ბრალდებით წაუყენა. ამ მუხლით აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ჩინეთში ხშირად აკავებენ.

ცსანი არის პირველი სამოქალაქო ჟურნალისტი, რომელიც გაასამართლეს კორონავირუსის პანდემიის შესახებ რეპორტაჟში მონაწილეობისთვის.