საქართველოში მიწისძვრა იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, (პირველადი ცნობით) მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
- დღეს, თბილისის დროით 23:35 საათზე, დმანისთან, სოფელ სამებასთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ცნობისთვის, 13 თებერვალს, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.