ვოლოდიმირ ზელენსკი: თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს სამართლიანი არ არის

თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ EPT News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა.

მისივე თქმით, თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა, ამაზე საუბარი საჭიროა.

„რუსულ ტურიზმს საბერძნეთისთვის ბევრი ფული მოაქვს უკვე მრავალი წელია. ვფიქრობ ისინი ფულს შოულობენ სისხლით და შემდეგ ეს ფული გააქვთ. ასეთივე მდგომარეობაა თურქეთში. ერთი მხრივ თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის გზით მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ, კი ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.


ასევე წაიკითხეთ: