ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე დააკავეს. ადგილობირივ მედია პოლიციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ისჯება ჯარიმით (სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი).
ოპოზიცია ერევნის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციას მართავს, რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია. პოლიციამ News.am-ს განუცხადა, რომ „დილიდან ქალაქში 30-მდე ქუჩა იყო გადაკეტილი, თუმცა სამართალდამცველებმა მოძრაობა სწრაფად აღადგინეს“. აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს მოძრაობა ერევნის ცენტრში მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე, იტყობინება „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობაში ადანაშაულებს. ფაშინიანის ოპონენტები ამბობენ, რომ მას აქვს განზრახვა, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს.
ასევე წაიკითხეთ
ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან