დაახლოებით 100 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ევაკუაცია მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან პირველ მაისს განხორციელდა, მალე უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავა. ჯგუფმა ბნელი თავშესაფარი პირველად, 60 დღის შემდეგ დატოვა. მაგრამ ასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მცირეწლოვანი ბავშვი, კვლავ რჩება ქარხანაში, ამბობს იქ მყოფი უკრაინელი მებრძოლი. მისი თქმით, ევაკუატორების გასვლის შემდეგ მალევე, რუსულმა ძალებმა დაბომბვა განაახლეს. რუსეთის სარაკეტო თავდასხმა მოხდა საკვანძო ხიდზე, რომელიც აკავშირებს ოდესის რეგიონის ნაწილს სამხრეთ უკრაინის დანარჩენ ნაწილთან, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
რა ხდება მარიუპოლში ახლა
უკრაინში, განადგურებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები შეფერხებულია. მიზეზი გაურკვეველია.
- ვიცით, რომ კოლონა გზაშია, მაგრამ ავტობუსებს ასობით მილი აქვთ გასავლელი, ნაწილობრივ ნანგრევების. მათ ასევე უწევთ რუსული საგუშაგოების გავლა.
„მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი აგრძელებდა ფოლადის ქარხნის დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში. ფიქრობენ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 20 ბავშვი, კვლავ სარდაფშია ჩარჩენილი. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყველას უსაფრთხოდ გამოსაყვანად, მაგრამ ალყაში მოქცეულ ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე მორიგი შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რთული იყოს“, - წერს BBC.
- ევაკუაცია აზოვსტალიდან: ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მზის სინათლე არ გვინახავს
- ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ - BBC ადგილზე არსებულ ვითარებაზე წერს
- როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ
- მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე