COVID-19-ით სამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია.

ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი კლინიკის თანამშრომელია ახალ ინფიცირებულებს შორის.

„ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მიისვე ცნობით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.