პრეზიდენტი: გუშინ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ბერლინიდან სალომე ზურაბიშვილის მოკლე მიმართვა პრეზიდნტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის, ყველაზე დიდი მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია; რომ ყველაფერი მთავრდება - ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი. ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ასევე წაიკითხეთ