ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას თქმით, ლოგისტიკური პრობლემის გამო, ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ, ახალი პარტიის მიწოდება ქვეყანაში ერთი დღით გადადო.
მინისტრის თქმით, კომპანიას ტემპერატურის კონტროლის პრობლემა შეექმნა, როდესაც ვაქცინას ტვირთავდნენ. მინისტრის თქმით, პრობლემა უკვე მოგვარებულია.
„ვაქცინა 29 დეკემბერს, დილიდან იქნება ხელმისაწვდომი აცრის პუნქტებში“, - განაცხადა მედიასთან ინტერვიუში, სალვადორ ილამ.
მისი ვარაუდით, მოსახლების 70% -მდე ზაფხულისთვის აცრილი იქნება.