ბელგიაში COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ბელგიელი, ვინც ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით აიცრა 96 წლის ჯო ჰერმანსია.
ვაქცინაციის დასაწყებად პურსი სიმბოლურად შეარჩიეს. პურსშია ფაიზერის ევროპული ჰაბი და სწორედ პურსის ფაიზერის საწარმოდან მიიღებს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ევროპაში პირველ ავტორიზებულ ვაქცინას.
ელგიის იმუნიზაციის სტრატეგიის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ ხანდაზმულებს და ამ სახლების სამედიცინო პერსონალს აცრიან. პირველი ფაზის დასრულებას ბელგიაში თებერვლის ბოლოს გეგმავენ და მარტიდან საავადმყოფოებში მედპერსონალის იმუნიზაცია დაიწყება.
დღესდღეობით ბელგიაში კორონავირუსის 600 000 აქტიური შემთხვევაა. კრიტიკულია 492 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ19-მა 19 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.