საუდის არაბეთის სასამართლომ გამოჩენილ ქალთა უფლებადამცველ ლუჟაინ ალ-ხათლულს, ხუთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Reuters- ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ალ-ხათლულს ბრალად ედება საუდის არაბეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებაში. 31 წლის ხათული და მასთან ერთად, ათამდე ქალთა უფლებადამცველი, 2018 წლიდან არიან დაკავებულნი.
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ამ ბრალდებას ყალბი უწოდეს. გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკეს აშშ-სა და ევროპაში.