ყაზახეთის პრეზიდენტი: გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მზად უნდა ვიყოთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

ყაზახეთი, მსოფლიოში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მზად უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს მზად უნდა დავხვდეთ და დავიცვათ ჩვენი ნაციონალური ინტერესები, დავიცვათ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა.


ასევე წაიკითხეთ