რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკა 2022 წლის პირველ სამ თვეს მოიცავს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი 3 880 679-მა მოქალაქემ დატოვა. აქედან 38 281 ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 5-ჯერ მეტია.
საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სომხეთში, სადაც 2022 წლის პირველ კვარტალში 132 129 ადამიანი ჩავიდა – სამჯერ მეტი, ვიდრე შარშან; აზერბაიჯანში – 56 475 (წინა წელს – 20 378); უზბეკეთში – 53 084 (წინა წელს – 15 206), ტაჯიკეთში – 40 054 (წინა წელს – 8 857); ყაზახეთში – 204 947 (წინა წელს – 122 330).
პორტალის „ტაკიე დელა“ და დამოუკიდებელი სპეციალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთს საშუალოდ ტოვებდა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი წელიწადში.