ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
„18 წლის წინ, პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდებოდა. ახლაც მახსოვს აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდა. ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმავე განცდით და იმედით უყურებენ, მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად, მიტოვებულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივს, რომელიც ასე ადვილად და ასე სწრაფად იკრეფს ძალას; დეზინფორმაციას, რომელსაც ბოტები და რუსული ტროლების ქარხნები ქმნიან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
მისივე თქმით, გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ აწევს ევროპის მხრებზე, როგორც არასდრო.
„ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა არის ბუჩას ქუჩებში, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებსა და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.