საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს - NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი
საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა რომ წელიწადნახევარია, საქართველოში რეფორმების პროცესები გაჩერებულია.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობით. თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. ეს რეფორმები მრავალი ფორმით იყო მოთხოვნილი.
ბოლოს ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში 10 რეკომენდაცია აღვნიშნეთ. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ. ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა. როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეები შეშფოთებულები ვართ. ასე რომ, ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც ჰქონდა“, - განაცხადა კოლომინამ „ფორმულას“ ცნობით.