გერმანელმა მფრინავმა ვაქცინაციის დაწყება ცაზე შპრიცის სილუეტის გამოსახვით აღნიშნა

ევროპის მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დაწყების აღსანიშნავად გერმანელმა მფრინავმა, სემი კრამერმა ცაზე გიგანტური შპრიცის სილუეტი გამოსახა.

„ვაქცინაციის წინააღმდეგი ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია და ჩემი მოქმედება მათთვის შეხსენებაა, რომ იფიქრონ ამ თემაზე“, - განუცხადა კრამერმა Reuters-ს.

გერმანიამ გაქცინაცია გუშინ დაიწყო. ფედერალური მთავრობა 1.3 მილიონზე მეტო დოზის დისტრიბუციას გეგმავს.