თბილისში, შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. სპეცოპერაციის მიზანი 2 პირის დაკავებაა.