საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანეულ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა ულოცავს.
„ჩემი გულწრფელი მილოცვა ემანუელ მაკრონს ინაუგურაციის დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც მისი მეზობლებისთვის ღიაა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.
ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.
ასევე წაიკითხეთ