პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ელისეს სასახლეში მიმდინარე ღონისძიებას 450-მდე სტუმარი ესწრება.
შეგახსენნებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.