რუსეთი ბრიტანეთთან ფრენების აკრძალვას 12 იანვრამდე ახანგრძლივებს

რუსეთი ბრიტანეთთან ფრენების აკრძალვას 12 იანვრამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, შეზღუდვები 2021 წლის 12 იანვრის 23 საათსა და 59 წუთამდე გახანგრძლივდება“, - ნათქვამია ოპერატიული შტაბის ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთმა ბრიტანეთთან ფრენები პირველად 21 დეკემბერს შეაჩერა. კორონავირუსის ახალი შტამის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. თითოეული შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება. ჯანმო აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის