მედია: სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ

სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ. მედიაში გავრცელებული ცნობით, ამ რაიონში ბოლო პერიოდში ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა.

რუსული მედია წერს, რომ თურქეთთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აინ-ისას რაიონში რუსეთ-სირიის ერთობლივი პუნქტები განთავსდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, იდლიბის დეესკალაციის ზონაში ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯებხატ ალ-ნუსრამ“ 20-ზე მეტი თავდასხმა მოაწყო. რუსული მედია აღნიშნავს, რომ სირიაში თურქეთის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, დღის განმავლობაში დაბომბვა არ განხორციელებულა.