საქართველომ COVAX ფონდთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც კოვიდვაქცინის შესაძენად დახმარებას ითვალისწინებს

„საქართველომ COVID19-ის ვაქცინისთვის უკვე 16 000 000 ლარი გადარიცხა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო.

„სექტემბერში სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. ამ მიზნით უკვე გადაირიცხა 16 000 000 ლარი, რითაც საქართველომ, მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო. ვაქცინაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უკვე შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი კომიტეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.