ირანის წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა სამ კვირაში მიიღებს Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარტიას.
„აშშ-ის ფილანტროპებთან შეთანხმების შედეგად შექმნილი მოლოდინით, ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 150,000 დოზა", - აცხადებს წითელი ჯვრის საზოგადოების დირექტორი, კარიმ ჰემათი ადგილობრივ სააგენტოსთან საუბარში.
ის აცხადებს, რომ ვაქცინები დარიგდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად.
ჰემათი მანამდე აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაცია ჩინეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ვაქცინის 1 მილიონი დოზის შესყიდვაზე.