„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.
„ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, - განაცახად ბიბილოვმა რადიო თავისუფლების ცნობით.
„მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა თავის მხრივ ალან გაგლოევმა, რომელიც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს. მისი თქმით, ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალაობას ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის ჩაიბარებს.
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“.