საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„იცით, რომ პროცესი დაძრულია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მადლიერი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კითხვარი უმოკლეს ვადაში შეადგინეს, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში პასუხები გაეცა. იცით, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება. ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით. საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ამასთან, საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს.
ასევე წაიკითხეთ: