ინდოეთში ბრიტანეთიდან დაბრუნებულ 6 ადამიანს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურადა. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ექვსი ადამიანი ერთად მგზავრობდა. ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.
"კარანტინში იმყოფებიან ისინიც, ვისაც ამ ექვს ადამიანთან მჭდრო კონტაქტი ჰქონდათ" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 16,432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10,22 მილიონამდე გაიზარდა. 148,153 ადამიანი გარდაცვლილია.