ესპანეთში იმ ადამიანებს აღრიცხავენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს იტყვიან

ესპანეთმა უნდა აღრიცხოს ადამიანები, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე - ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა. აღნიშნულ ინფრომაცია BBC ავრცელებს.

მინისტრის თქმით, სია არ იქნება საჯარო. ის ვერ გახდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ან დამსაქმებლებისთვის. თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებს მასზე წვდომა ექნებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, შეცდომას უშვებენ.

„ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ არ მიიღონ ვაქცინა, რაც, ვფიქრობთ, შეცდომაა, თავიანთი უფლებებით მოქმედებენ. ვაქცინაცია იხსნის ადამიანების სიცოცხლეს, ეს არის პანდემიის გადალახვის გზა,” - აღნიშნა სალვადორ ილამ.