მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება 8 მაისს წარედგინათ.