საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია. - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მილიარდი აშშ დოლარი(29.3 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ის 54.6%-ია:
სამთავრობო სექტორის ვალი 6.8 მილიარდი აშშ დოლარი(22.2 მილიარდი ლარი);
ეროვნული ბანკის ვალდებულებები 457.8 მილიონი აშშ დოლარი(1.5 მილიარდი ლარი);
საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი (14.6 მილიარდი ლარი).
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგინა 11.6 მილიარდი აშშ დოლარი(38.3 მილიარდი ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 71.3%-ია.