სენატორმა ჯიმ რიშმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში Twitter-ზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

„უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში.


„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“.

ასევე წაიკითხეთ