ფილიპინებზე, არჩევნებში დიქტატორ ფერდინანდ მარკოსის შვილი ლიდერობს

ფილიპინელი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის შვილი, მარკოს უმცროსი, მეტსახელად ბონგბონგი, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით, საარჩევნო ხმების დათვლის არაოფიციალური შედეგების, კონფიდენციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ბიულეტენების 2/3-ის დათვლის შემდეგ მარკოს-უმცროსი ხმების რაოდენობით თითქმის ორჯერ უგებს თავის უახლოეს კონკურენტ ლენი რობრედოს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. BBC-ის ცნობით, ოფიციალური მონაცემები, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

ბონგბონგ მარკოსი პრეზიდენტობის კანდიდატად იმავე პარტიამ დაასახელა, რომლიც კანდიდატიც მოქმედი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე იყო. ის ცნობილია, ნარკოტიკების წიინააღმდეგ კამპანიით, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ადამიანი სასამართლოს განაჩენის გარეშე მოკლეს. დუტერტეს გოგო მარკოსთან ერთად კენჭს იყრის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე.

64 წლის მარკოსს რეალური პოლიტიკური პლატფორმა არ წარუდგენია. თუმცა მის გაპრეზიდენტებას დუტერტეს მომხრეები ელიან, რადგან მისი „მკაცრი ხელი“ მომხრეებში პოპულარული აღმოჩნდა და ხელისუფლების კონსოლიდაცია სწრაფად შეძლო.

ფერდინანდ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი 1965-1986 წლებში იყო. მისი მმართველობის უმატეს ნაწილში, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია მოქმედებდა. მისი მმართველობის დროს ფილიპინებზე ხშირად ხდებოდა დისიდენტებისა და ოპოზიციონერების მკვლელობები და გატაცებები. ამასთან, ცნობილია, რომ მარკოსების ოჯახმა ფილიპინების სახელმწიფო ხაზინიდან მილიარდობით დოლარი გაიტაცა.