კორონავირუსი კიდევ 2 012 ადაამიანს დაუდასტურდა, 2 638 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 კოვიდინფიცირებული.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 208 951-მდე.