ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 კოვიდინფიცირებული.